“არის იმის ნიშნები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით რეალურად პარტიების დაფინანსება ხდება” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით პარტიების დაფინანსება ხდება.

მისივე თქმით, ის იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივას, რომ აუდიტის სამსახური ამ საკითხით დაინტერესდეს.
„შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე იყო. იმიტომ, რომ არის ნიშნები, შეიძლება ჩვენ ამაზე მტკიცებით ფორმაში ან არ ან ვერ ვისაუბროთ, მაგრამ არის ნიშნები იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით რეალურად პარტიების დაფინანსება ხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ კონკრეტულ ორგანიზაციებს, თუ მათ უნდათ, რომ დააფინანსონ, რომელიმე პარტია ან ამ პარტიის ლიდერები, მაგალითად სემინარზე ტრენერებად მიიწვიონ. და რაში ატრენინგებენ? ჩვენ კარგად ვიცით, იარაღის გამოყენებაში, რევოლუციური განწყობების შექმნაში და ამის დაფინანსება თან ითარგმნება შემდეგ პრაქტიკაში, პარტიების დაფინანსებაში.

ამავე დროს, საქართველოს საწინააღმდეგო ესეც არის. იმიტომ, რომ იმ პარტიის მხრიდან ერთი მხრივ, დეზერტირობას პროპაგანდირებს და მეორე მხრივ, სისხლიან რევოლუციაზე თავის სემინარებზე დაუფარავად საუბრობს. იარაღის კურსების ჩატარება რა მიზანს ემსახურება ყველასთვის ნათელი და ძალიან მარტივად ამოსახსნელია. აქედან გამომდინარე, თუკი გვერდის ავლის საშუალება და შავი ხვრელები, თვითონ, რომ შეუყვარდათ უკრაინაში საოკუპაციო ომის დაწყების შემდეგ, საქართველოსთან მიმართებით ლაპარაკი.

საკუთარ დაფინანსებაში შავი ხვრელები უნდა ეძებონ და აუდიტის სამსახური ამით უნდა დაინტერესდეს. ობიექტურად, მტკიცებულებების მაღალი სტანდარტით, თუ ასეთი ფიქსირდება, რომ ისინი სხვა ეგიდით იღებენ და რეალურად პარტიულ დაფინანსებას წარმოადგენს. ბუნებრივია, ამას შესწავლა სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები