კელი დეგნანი: აშშ ვერ გასცემს კითხვაზე პასუხს, იმოქმედებს თუ არა პუტინის ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე – ალბათ, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოზე ზრუნავს

“ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გასცემს კითხვაზე პასუხს, იმოქმედებს თუ არა პუტინის ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე. რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა, ამაზე კითხვები ნამდვილად ჩნდება”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეგნანის განცხადებით, პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

“ალბათ, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოზე ზრუნავს. ის, სხვა ქვეყნებში მისი მოქალაქეების ყოფნას თავდასხმის გასამართლებლად ხშირად იყენებს ხოლმე. თუ ნამდვილად ზრუნვა უნდოდა მას საქართველოზე, ჯარები უნდა გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ყველას ახსოვს, რომ ეს ის ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და სკოლებს”,- აცხადებს დეგნანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები