“გავრილოვი რატომღაც კონკრეტული სამი ტელევიზიის ფავორიტი რესპონდენტია, რაც შეეხება ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი” – ირაკლი კობახიძე

„რაც შეეხება (სერგეი გავრილოვთან) ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა ხელისუფლება გავრილოვის ისევე მიღებას, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო.

„გავრილოვი რატომღაც არის კონკრეტული სამი ტელევიზიის ფავორიტი რესპონდენტი. რაც შეეხება ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ გავრილოვი არის თქვენი ტელევიზიების ფავორიტი რესპონდენტი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები