მამუკა მდინარაძე – სამადაშვილზე: ძალიან საინტერესო წამოცდენა ჰქონდა – ემოციურ ფონზე, პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ სანქციას ითხოვს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

“ქალბატონ სალომე სამადაშვილს ძალიან საინტერესო წამოცდენა ჰქონდა – მან, როგორც ჩანს, ემოციურ ფონზე, პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ სანქციას ითხოვს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. შემდეგ ვხედავთ ამ მესიჯის გასწორების მცდელობებს, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მსგავსი მოსაზრებები და მოთხოვნები სახელმწიფოს მტრობაა.

„იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. იმ დროს, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ამაში ხელი შეუშალონ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არეულობა, ქაოსი გამოიწვიონ და შემდეგ ომში ჩართონ ეს ქვეყანა, ამ ფონზე თუნდაც კონკრეტული პირების მიმართ ითხოვდე სანქციებს, ეს არის საკუთარი სამშობლოსა და სახელმწიფოს მტრობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები