გეგმავს თუ არა კრემლი თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას – პესკოვის კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საქართველოში ფრენების განახლება და ვიზების გაუქმება ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება სხვა პერსპექტივებს, მაგალითად, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, პესკოვი ამბობს, რომ “ასე შორსაც ჯერჯერობით არ წავიდოდი”.

“თბილისის მხრიდან გუშინ განსხვავებული რეაქცია იყო. იყო უარყოფითიც და თავშეკავებულიც. მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაზეა საუბარი”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისა და მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი ასოციაციების, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის მოღვაწეებისგან, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღებას სთხოვდნენ.

„სწორედაც ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ჯერ ასე შორს არ წავიდოდი“, – განაცხადა პესკოვმა კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა კრემლის გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები