“რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დავსჯით საკუთარ ხალხს და ქვეყანას” – ირაკლი კობახიძე

„რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ დავსჯით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. შესაბამისად, როცა ოპოზიცია ასეთ რაღაცებზე საუბრობს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“დაუწესეს თავის დროზე საქართველოს მოქალაქეებს სასჯელი, სანქცია, დღეს ეს სანქცია მოიხსნა, რაც კარგია იმისთვის  რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს უკეთ რეალიზებული, მათ შორის, როდესაც საუბარია ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებაზე, ასეთი რაღაცაც კი გაისმა ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ ხელი უნდა შევუწყოთ, არა ხელი უნდა შევუშალოთ, ხელი უნდა შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან, საკუთარ სამშობლოსთან.

ამ პირობებში მით უმეტეს მიუღებელია ყოველგვარი საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ დავსჯით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. შესაბამისად, როცა ოპოზიცია ასეთ რაღაცებზე საუბრობს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები