“ვინმემ მოითხოვა მოლდოვისგან დსთ-ს დატოვება? რატომაა საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა გაუგებარი?” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

“არავითარი კავშირი არ არსებობს ფრენების აღდგენასა და კანდიდატის სტატუსს შორის. მაგალითად, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. მოგისმენიათ ერთი განცხადება მოლდოვასთან დაკავშირებით, ვინმემ მოითხოვა მოლდოვისგან დსთ-ს დატოვება?… თან ამბობს, რომ უნდა ევროკავშირის წევრობა, თან ამბობს, რომ უნდა დსთ-ში დარჩენა. რატომ? იმიტომ რომ ფრთხილობენ?

რატომაა საქართველოს სიფრთხილე ან პრაგმატული პოლიტიკა გაუგებარი? აქ ახსნა არის, რომ ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას, აქვთ კონკრეტული მიზანი – მეორე ფრონტი და საქართველოს ომში ჩართვა”, – ამბობს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები