ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ საკითხებზე ბიძინა ივანიშვილთან არავითარი კომუნიკაცია არ გვაქვს

“პოლიტიკურ საკითხებზე არავითარი კომუნიკაცია არ გვაქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით ორწელიწად-ნახევარია ის გასულია პოლიტიკიდან, თავისი ნებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვების გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებებს იღებენ კონკრეტული თანამდებობის პირები და კონკრეტული ორგანოები. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები არის პარტიის პოლიტიკური საბჭო. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და სწორედ პოლიტსაბჭოს რეჟიმში იქნა განხილული ეს გადაწყვეტილება, მანამდე შეიკრიბა საპარლამენტო უმრავლესობა. ჩვენ წინასწარ გვქონდა განხილული ეს საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, თუმცა საბოლოო ჯამში ეს არის პოლიტსაბჭოს პრეროგატივა და უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინებით, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინებით პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ, პოლიტიკურ საკითხებზე არავითარი კომუნიკაცია არ გვაქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით, ორწელიწად-ნახევარია ის გასულია პოლიტიკიდან, თავისი ნებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები