ნიკოლოზ სამხარაძე: იტალია მხარს დაუჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს ევროკავშირში დაახლოების გზაზე

“იტალიის სენატში შეხვედრა გაიმართა ვიცე-პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იტალია მხარს დაუჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს ევროკავშირში დაახლოების გზაზე.

„ასევე, გამოიკვეთა რიგი მიმართულებების, რაც შეიძლება, პრიორიტეტულად ჩაითვალოს – ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში თანამშრომლობა. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე. ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით. იტალიის სენატში ცალსახად და მკაფიო იყო პოზიცია, რომ იტალია მიესალმება საქართველოს ევროკავშირში წევრობას და მხარს დაუჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს ევროკავშირში დაახლოების გზაზე. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მოლაპარაკებების დაწყება“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები