დავით კირკიტაძე: დარწმუნებული ვარ, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები წარმატებით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას
“დარწმუნებული ვარ, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები წარმატებით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა არჩევნებზე კონკურენციაა, რაც მისასალმებელია.
„მისასალმებელია, რომ ბევრ ადგილზე იქნება კონკურენცია, არის მუნიციპალიტეტები, სადაც ერთი კანდიდატია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაიმართება, რადგან თავმჯდომარის მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, უნდა ჰყავდეს შესაბამისი მხარდამჭერები ელექტრონულად დარეგისტრირებული და ამის შემდგომ არჩეული ადამიანები შეუდგებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების განხორციელებას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ენერგიით, გაძლიერებული, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას“, – განაცხადა კირკიტაძემ.