იაგო ხვიჩია – “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მკვდარზე „ვენოკია“

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იგივეა, რაც მკვდარზე „ვენოკია“, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები პარტნიორების რეკომენდაციებს არ პასუხობს.

„სასამართლოში „ბანდიტები“ არ უნდა გვყავდეს, ანუ უნდა გავემიჯნოთ „ბანდიტებს“, რომელიც დასანქცირებულნი არიან აშშ-ის მიერ. ამის შემდეგ შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ – ეს ნაბიჯია ის, რომ ბრალდებულს ჰქონდეს უფლება, მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, რაც სასამართლო სისტემაში კონკურენციას გააჩენს, მაგრამ რაც დღეს ხდება, იმისგან არაფერი გამოვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები