ირმა ზავრადაშვილი: სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის – კიდევ მაქვს იმედი, რომ გონს მოეგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის. მე კიდევ მაქვს იმედი, რომ გონს მოეგება და მსგავსი განცხადებებისგან როგორც მინიმუმ თავს მაინც შეიკავებს. არ შეიძლება ასეთი ლაპარაკი. ეს გადაწყვეტილება ევროპულ მომავალთან კავშირში არ არის. ჩვენი მომავალი ევროპულ დიდ ოჯახშია”,- აცხადებს ზავრადაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “მორიგი რუსული პროვოკაცია” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები