ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია.
შეკითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ 53 %; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 %; „ლელო“ 4 %; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3 %; „ლეიბორისტული პარტია“ 3 %; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2 %; „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 %; „ევროპული საქართველო“ 2%; „საქართველოსთვის“ 2 %; „მოქალაქეები“ 2 %; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – გირჩი 1 %; სხვა პარტიები 7 %.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა პოლიტიკური ნაწილის გარდა სხვა აქტუალურ საკითხებსაც მოიცავს და საზოგადოების განწყობას გამოხატავს. კვლევის სრულ შედეგებს „ქრონიკის“ 20:00 საათიან გამოშვებაში გაეცნობით.
კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა,
ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში – +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში – +/- 2.9%.