“ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს და უცებ ვიზალიბერალიზაციაზე რომ ვსაუბრობთ, ეს სწორად არ მიმაჩნია” – თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„აღვიქვი რუსეთის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის შესახებ ისე, როგორც არის, ანუ აღვიქვი, როგორც კონსტიტუციის დარღვევა. ჩვენ ოკუპაციის კანონი გვაქვს. შესაბამისად, ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები აქვს და ჩვენ უცებ ვიზალიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, არც კანონით და არც სამართლით, სწორად არ მიმაჩნია.

სახელმწიფოებრიობის უპატივცემულობაა. უპატივცემულობას გამოხატავენ მაშინ, როდესაც შენ სახელმწიფოს შენ არ სცემს პატივს. დაგვიბრუნა სამაჩაბლო და აფხაზეთი თუ დაიწყო რამეზე ლაპარაკი და ჩვენ არ ვიცით? აღდგენა თვითმფრინავით მგზავრობისა, ეს არის კატასტროფა ჩვენს მდგომარეობაში”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები