“ვისაც მიფარჩაკებული პუტინის ეს გადაწყვეტილება გიხარიათ, შეგკრებდით და ექსკურსიაზე გაგიშვებდით შოიგუს მშობლიურ კიზილში” – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს! ეს იქნებოდა სწორი, ადეკვატური და ღირსეული პასუხი! მთავრობა გვყავს და, აბა, ღირსება სადაა?

P.S. ვისაც მიფარჩაკებული პუტინის ეს გადაწყვეტილება გიხარიათ, სიამოვნებით შეგკრებდით და ექსკურსიაზე გაგიშვებდით სერგეი შოიგუს მშობლიურ ქალაქ კიზილში, ტუვას რესპუბლიკაში. რა გინდათ თქვენ პარიზში, ბერლინსა და ლონდინში – ჰაიდა ტუვასა და კიზილში, რა ვიცი, იქნებ, ხანტი მანტიინსკის ნახვაზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?“, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები