რა ცვლილებები შევიდა საერთო სასამართლოების კანონპროექტში ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ – დღეს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაა დაგეგმილი

დღეს, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გახდება ცნობილი თუ რა ცვლილებები შევიდა საერთო სასამართლოების კანონპროექტში ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ.

კანონმდებლები მართლმსაჯულების კანონპროექტს ადამიანის უფლებათა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანი სასამართლო გადაწყვეტილებების და იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობაა.

„მოხდება სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. მიზანი არის, მართლმსაჯულების სისტემაში, კერძოდ სასამართლო სისტემაში, უფრო მეტი ღიაობა შემოვიდეს როგორც სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით,“ – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები