ირაკლი კობახიძე: როცა კეზერაშვილმა დაიწყო საქართველოში „ქოლცენტრების“ ბიზნესი, გახარია ჯერ შს მინისტრი იყო და მოგვიანებით პრემიერი – გამოდის, რომ გახარიას სცოდნია ყველაფერი და საკუთარი თავი უნდა გამოიძიოს

ასეთი აბსურდული განცხადებები კეთდება, როდესაც გყავს უფროსი, დამფინანსებელი, რომელიც რაღაც მომენტში რაღაცის თქმას გავალებს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გიორგი გახარიას განცხადებას.

როგორც კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, კეზერაშვილთან გახარიას კავშირები ცნობილია. მიიღო დავალება და ასეთი სისულელე თქვა.

„ასეთი აბსურდული განცხადებები კეთდება, როდესაც გყავს უფროსი, დამფინანსებელი, რომელიც რაღაც მომენტში რაღაცის თქმას გავალებს. კეზერაშვილთან გახარიას კავშირები ცნობილია. მიიღო დავალება და ასეთი სისულელე თქვა. თან ამტკიცებს, რომ ხელისუფლების გარეშე ეს ვერ მოხდებოდაო და გამოძიებით ირკვევა, რომ როცა კეზერაშვილმა დაიწყო საქართველოში „ქოლცენტრების“ ბიზნესი, გახარია ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მოგვიანებით პრემიერი. მაშინ გამოდის, რომ გახარიას სცოდნია ყველაფერი და საკუთარი თავი უნდა გამოიძიოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხელისუფლების ჩართულობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები