ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თანდათან სუსტდება, რაც გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს, რომ მივიღოთ კარგი შედეგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში

მთავარი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია თანდათან სუსტდება. შესაბამისად, ეს გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ მივიღოთ კარგი შედეგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მმართველი გუნდის ლიდერმა ოპოზიციაში მიმდინარე შიდა პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სანამ ისინი ერთმანეთში ურთიერთობებს არკვევენ, მათი შესაკრებთა ჯამი მცირდება.

„ვიდრე მიმდინარეობს ეს შესაკრებთა გადანაწილების პროცესი, შესაკრებთა ჯამი მცირდება. ეს არის ძალიან კარგი. ვიდრე ერთმანეთში არკვევენ ურთიერთობებს, აქვთ კონფლიქტები, ოდიოზურ პირებს ირჩევენ თავმჯდომარეებად და მაღალ თანამდებობებზე, ამასობაში რეალურად ამ შესაკრებთა ჯამი მცირდება. ზოგი შესაკრები შეიძლება საერთოდ აღარ იყოს აქტუალური რადიკალური ოპოზიციის მათემატიკურ ფორმულაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები