გავრილოვმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში ჩამოვა

������. ������. 20 ������� 2017. ������������ �������� ������� �� �� �������� ������������ ��������, �������� ������������ � ����������� ����������� ������ �������� �� ��������� ��������� ��������������� ���� ��. ����� ���������/���������� ������� ��/����

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება თბილისს სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა Life.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს სურდა ათასობით ქართველს, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, არაერთი საინვესტიციო პროექტის განბლოკვას, რომელთა განხორციელება დააკავშირებს რუსეთსა და საქართველოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, გააძლიერებს ევრაზიის ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელს“, – აღნიშნა გავრილოვმა.

მისი თქმით, ის მეზობელ ქვეყანაში ჩამოსვლას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ მოსკოვში, მართლმადიდებლობის კრებაზე ქართველ კოლეგებს ელოდება.

„თუმცა, ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას დიდი სამამულო ომის დროს“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები