“ზუსტად გუშინ ვამბობდით, რომ საქართველო სწორად იქცევა და იმსახურებს უვიზო რეჟიმს და საჰაერო მიმოსვლას” – სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტული მედიის ერთი-ერთი წარმომადგენელი, მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმი და ავიამიმოსვლის აღდგენა “სწორი ქცევისთვის” დაიმსახურა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

პროპაგანდისტი ასევე წერს, რომ ამის საფუძველი გაჩნდა მას შემდეგ, რაც “ქართველებმა თავად დააპატიმრეს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთს დაესხა”, “არ შეუერთდნენ სანქციებს” და “არ გახსნეს მეორე ფრონტი”.

“გუშინ განვიხილავდით, რომ საქართველო ახლა ისე სწორად იქცევა, რომ დროა, დაბრუნდეს საჰაერო მიმოსვლა და უვიზო მიმოსვლა და აგერ, დააბრუნეს. ძალიან სწორია. პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს, არ შეუერთდნენ სანქციებს, არ გახსნეს მეორე ფრონტი, თუმცა, კარგად “ურტყამდნენ გვერდებში”, რომ მისი გახსნა აეძულებინათ. ასე რომ, მომავალ წელს 9 მაისზეც შეიძლება, ჩამოვიდნენ”, – წერს სიმონიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები