ჰერმან საბო: ეს ნაბიჯი რუსული რბილი ძალის კლასიკაა და ყველაფერია გასაკეთებელი, რომ მისი ეფექტი გავანეიტრალოთ და ამან ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ შეაფერხოს

“გირჩის” წევრი, ჰერმან საბო რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება.

მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი რუსული რბილი ძალის კლასიკაა და ყველაფერია გასაკეთებელი, რომ ამან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი არ შეაფერხოს.

“ვიზები და მოგზაურობაზე შეზღუდვები ზოგადად ბოროტება და დიდი სისულელეა, მაგრამ კონტექსტი – როდის, სად, რატომ და როგორ მოგიხსნეს ეს შეზღუდვები, მაგასაც აქვს ხანდახან მნიშვნელობა.

ახლა, ამ სიტუაციაში პუტინის მიერ ქართველებისთვის სავიზოს გაუქმება დაახლოებით იმას ჰგავს, ლოყაზე რომ ხელს მოგიცაცუნებენ და “კარგი ბიჭი ხარ, კარგად იქცევიო”. ამ ქმედების უსიამოვნო შეგრძნებას ისიც აძლიერებს, რომ პირადად შენ არაფრით დაგიმსახურებია ასეთ სიტუაციაში ყოფნა.

არც ისაა დასავიწყებელი, რომ ეს ნაბიჯი რუსული რბილი ძალის კლასიკაა და ყველაფერია გასაკეთებელი, რომ მისი ეფექტი გავანეიტრალოთ და ამან ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ შეაფერხოს”, – წერს საბო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები