სიმონიანი ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
კრემლის პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელი, მარგარიტა სიმონიანი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ კრემლის ლიდერის დღევანდელი გადაწყვეტილება პროვოკაციულია.
ვლადიმერ პუტინმა დღეს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ასევე, ავიამიმოსვლა აღდგება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერში” დაწერა, რომ ეს არის “მორიგი რუსული პროპაგანდა! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია!”.
მარგარიტა სიმონიანმა ზურაბიშვილის განცხადების “სქრინი” გაავრცელა მინაწერით, რომ საქართველოში პრეზიდენტის რანგი “ვიცეპრეზიდენტს უტოლდება”.