გივი მიქანაძე: გახარიას გუნდის მხრიდან გაჟღერება იმისა, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია ჯერ არდამთავრებულ გამოძიებაზე, არის მცდელობა, რომ კეზერაშვილმა წინასწარ მოიპოვოს ინფორმაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „ქოლცენტრების საქმეზე“ ყოფილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, გახარიას გუნდის მხრიდან გაჟღერება იმისა, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია ჯერ არდამთავრებულ გამოძიებაზე, არის მცდელობა, რომ კეზერაშვილმა წინასწარ მოიპოვოს ინფორმაცია.

„ჩვენ ვიცით, რომ გახარია ძალიან ახლოს არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გახარიას გუნდის მხრიდან გაჟღერება იმისა, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია ჯერ არდამთავრებულ გამოძიებაზე, რომელზეც ჯერ ნაწილობრივ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, მაგრამ ეს გამოძიება გრძელდება და ახალი მტკიცებულებები და ახალი გარემოებები იკვეთება, არის მცდელობა, რომ მოხდეს გადაფარვა ამ პროცესის და კეზერაშვილისთვის ხელშეწყობა იმაზე, რომ კეზერაშვილმა წინასწარ მოიპოვოს ინფორმაცია“, – განაცხადა მიქანაძემ.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გიორგი გახარია ეხმაურება. ყოფილი პრემიერი და  „საქართველოსთვის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ ამ საქმეზე კომისიის შექმნა. გახარიას თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს ჰპარავს, რომელსაც ოფიციალური პირები ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც „თაღლითურად იპარავდნენ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები