არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური ამ საკითხით დაინტერესდეს.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაში არ მოხვდეს.
„აქ პირდაპირ პოლიტიკური კორუფციის ნიშნები იკვეთება. ერთი მხრივ, საუბარია პარტიების დაფინანსებაზე, მეორე მხრივ, ეს დაფინანსება პარტიების მიერ დეკლარირებული არ არის, რაც თავისთავად ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.