ირაკლი ზარქუა: არახამიას აქვს ნული ავტორიტეტი

“იცით, როგორ კარგად ვხედავ, თუ როგორ გაასამართლებენ უკრაინელები დავით არახამიას და ასეთ ნაძირლებს? ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებიან, რასაც უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო მალე ნახავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, არახამიას ავტორიტეტი ნულია.

„არახამია არის უავტორიტეტო ნული. ვწუხვარ, რომ ამ ხელმოცარულზე დროს მაკარგვინებთ. იმის გამო, რომ სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავდნენ, უსაქმურობდნენ, პრეზიდენტმა ვიზები გააუქმა. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის – დაბადებული და გაზრდილია რუსეთში. საკუთარ წინაპარსაც პატივს არ სცემს, მრავლად გადაიკეთა გვარი და ახლა თქვენ გგონიათ, ის საქართველოსთვის და ქართველებისთვის იბრძვის?! უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ?! საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია?! არახამიას აქვს ნული ავტორიტეტი, აბა, ნახეთ უკრაინელები, რას გეტყვიან დავით არახამიაზე”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები