ირანმა და რუსეთმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობას მოაწერეს ხელი

ირანისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ ISNA-ს ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ მოჰამადი-ბახშმა განუცხადა.

მისი თქმით, მემორანდუმით გათვალისწინებული იქნება მფრინავების მომზადება და თვითმფრინავების ტექმომსახურებისა და რემონტისთვის ინფრასტრუქტურის გამოყენება.

10 აპრილს გახდა ცნობილი, რომ, “აეროფლოტმა” ისტორიაში პირველად, დასავლეთის სანქციების გამო, თვითმფრინავი ტექნიკური მომსახურებისთვის ირანში გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები