მე ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტპატიმარია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„აქეთა მხრიდანაც ვადევნებ თვალყურს არგუმენტებს და იქითა მხრიდანაც. მინდა გავიგო სინამდვილეში ამ ბიჭთან დაკავშირებით რა მოხდა. ის იყო ზუსტად ვინც ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“, თუ ის არ ყოფილა და მასზე ხელის შეწმენდა სურთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. გამოძიება მას 7-9 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავება.
დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.