არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ საშუალებას, რომ ახალგაზრდები მოატყუოს და ქვეყანაში დესტაბილიზაცია სცადოს

ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ახალგაზრდები მოატყუოს და ქვეყანაში რაიმე სახის დესტაბილიზაცია სცადოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, პარტიის ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიუღებელია, მას სჭირდება რევოლუცია, არეულობა.

„უცნაური თავის მართლება მოვისმინეთ, თითქოს, ამ ტრენინგზე „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ გეგმავდა ახალგაზრდებთან ერთად საზღვარგარეთ რევოლუციას.

მისთვის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიუღებელია, მას სჭირდება რევოლუცია, არეულობა. ვიცით, რაზე ფიქრობს და რა უნდა ბატონ ჯაფარიძეს, რა უნდა რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მათი სურვილებია. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ მოატყუოს ახალგაზრდები და ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაცია სცადოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები