ალეკო ელისაშვილი: „ნაცმოძრაობის“ და განსაკუთრებით მერაბიშვილ-კეზერაშვილის დაანონსებულ აქციებზე არასოდეს მივლია და არასოდეს ვივლი
„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„იმდენად, რამდენადაც არ ვყოფილვარ აქციაზე და არც ვაპირებდი აქციაზე წასვლას, შესაბამისად, დიდად ყურადღება არც მიმიქცევია, რა მოთხოვნები ჰქონდათ. ნაკლებად მადარდებს იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და განსაკუთრებით მერაბიშვილ-კეზერაშვილის დაანონსებულ აქციებზე არასოდეს მივლია და არასოდეს ვივლი“, – განაცხადა ელისაშვილმა.