ბაიდენი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, შვედეთისთვის რატიფიკაციის პროცესი დაასრულონ, რათა ქვეყანა ნატოს შეუერთდეს

US President Joe Biden speaks at a news conference with French President Emmanuel Macron on Thursday, December 1. (Al Drago/Bloomberg/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მიესალმება.

შეერთებული შტატების ლიდერი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, შვედეთისთვის რატიფიკაციის პროცესი დაასრულონ, რათა ქვეყანა სამხედრო ალიანსს „დაყოვნების გარეშე“ შეუერთდეს.

„მოუთმენლად ველოდები, რომ მივესალმო შვედეთს, როგორც ნატოს წევრს, რაც შეიძლება მალე“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფინეთი დღეს ნატოში ოფიციალურად გაწევრიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები