“იძულებულები ვიქნებით, საპასუხო ზომები მივიღოთ” – ნატოში ფინეთის გაწევრიანებას მოსკოვი გამოეხმაურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ნატოში ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.
უწყებაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, კონკრეტული ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პირობებზე.
“რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება, მიიღოს საპასუხო ზომები, როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე, სხვა ხასიათის, რომ შეაჩეროს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისკენ მიმართული საფრთხეები, რომელიც წარმოიქმნება ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ “რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებზე თავდაცვითი მშენებლობის კონკრეტული ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პირობებზე, მათ შორის, მის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებასა და თავდასხმის შეიარაღებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.