„კრედიტ სუისის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბანკის გაკოტრებამდე მიყვანის გამო ბოდიში მოიხადა

„კრედიტ სუისის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ულრიხ კიორნერმა ბანკის გაკოტრებამდე მიყვანის გამო ბოდიში მოიხადა.

„მსურდა, ისეთი ორგანიზაცია შემექმნა, რომლითაც ჩვენი აქციონერები, მომხმარებლები და თანამშრომლები იამაყებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, საბოლოოდ ეს წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა“, – განაცხადა ულრიხ კიორნერმა.

„კრედიტ სუისის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აქციონერებთან საბოლოო შეხვედრა 3 აპრილს გამართა, რითაც შვეიცარიული ბანკის 167-წლიანი ისტორია საბოლოოდ დასრულდა. მრავალწლიანი სკანდალებისა და დანაკარგების შემდეგ „კრედიტ სუისი“ საბოლოოდ UBS-მა შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები