CNN: ტრამპის სასამართლოს პირდაპირ ეთერში ჩვენება აიკრძალა, ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გადაიღებენ

Former President Donald Trump arrives at Trump Tower in New York, Monday, April 3, 2023. Trump is expected to be booked and arraigned the following day on charges arising from hush money payments during his 2016 campaign. (AP Photo/Bryan Woolston)

ნიუ-იორკის შტატის სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია აიკრძალა, თუმცა, პროცესის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, ჟურნალისტებს დარბაზში რამდენიმე ფოტოს გადაღება შეეძლებათ.

ამის შესახებ CNN იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებმა შესაბამისი ნებართვისთვის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შემსრულებელ ხუან მერჩანუს მიმართეს და მისგან უარი მიიღეს.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტრამპის ადვოკატებმა პირდაპირი ეთერის გათიშვის შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართეს.

“მერჩანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპის იურიდიული გუნდი სასამართლო დარბაზში კამერების განთავსების წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ეს შექმნის “ცირკის” ატმოსფეროს. თუმცა, მერჩანი ხუთ ფოტოგრაფს აძლევს ნებართვას, გადაიღოს სურათები სასამართლო პროცესის დაწყებისას, “სანამ სასამართლოს თანამშრომლები მათ ნაფიც მსაჯულთა ადგილების დატოვებისკენ არ მოუწოდებენ”, – იტყობინება CNN.

მოსალოდნელია, რომ პროცესზე ყოფილ პრეზიდენტს ბრალდების 33 პუნქტს წარუდგენენ. მათი ნაწილი ბიზნესში თაღლითურ საქმიანობას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები