“ჩვენს რეგიონში სიტუაციის სერიოზული ესკალაციაა მოსალოდნელი” – ბელარუსის სუკ-ის თავმჯდომარე
ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ივან ტერტელი მიიჩნევს, რომ რეგიონში სიტუაციის სერიოზული ესკალაციაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ მან მინსკში კოლეგა სერგეი ნარიშკინთან შეხვედრაზე თქვა.
“ჩვენს რეგიონში, საშუალოვადიან პერსპექტივაში, სიტუაციის სერიოზული ესკალაციაა მოსალოდნელი, რაც დაკავშირებულია მთელ რიგ გარემოებებთან. ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარია, თუ რას აკეთებს უსაფრთხოების ბლოკი პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით – ეს არის ტერორისტული კონგლომერატის თავდასხმის რეალური მოგერიება მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიიდან“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთის ტერიტორიებზე მებრძოლების მომზადების ბანაკები არსებობს.
“ჩვენთვის ცნობილია გადაბირების პუნქტების შესახებ, ვიცით, ვინ არის ამით დაკავებული. მათი მომზადების ბანაკების არსებობის შესახებ ვიცით, ვიცით ვინ არიან ინსტრუქტორები, ვინ და რა ეტაპებზე გადის ამ კუთხით მომზადებას“, – განაცხადა ბელარუსის “კგბ”-ს უფროსმა.
ტერტელის თქმით, ეს ძალები ბელარუსის ტერიტორიაზე გაზაფხულიდან ტერორისტული ქმედებების გააქტიურებას გეგმავენ.