“რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში არ უნდა იყოს” – ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი

გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი არ უნდა იყოს.

ამის შესახებ მან ​უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის კომენტირებისას თქვა.

„რუსეთი საერთოდ არ უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოში, მაგრამ ის არის საბჭოს მუდმივი წევრი და ჩვენ ამას ვერ შევცვლით“, – განაცხადა თომას-გრინფილდმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ აპრილში, საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობისას, აშშ-ს მასთან რიგ საკითხებზე მოუწევს მუშაობა.

„ამ თვის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არ არის მხოლოდ უკრაინა, ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი ეძებს შესაძლებლობებს მათი დეზინფორმაციის გასავრცელებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქ არის მათი საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვი“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები