“რუსეთი „ვაგნერის“ შემცვლელს ეძებს” – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის სარდლობა ქვეყნის შიგნით ისეთი ალტერნატიული კერძო სამხედრო კომპანიების შესაქმნელად საშუალებას ეძებს, რომლებიც უკრაინაში “ვაგნერის” შეცვლას შეძლებენ.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მოხსენებაშია ნათქვამი.
ავტორების თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვი “ვაგნერის” შემცვლელს შეიძლება, ეძებდეს, არის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან პირდაპირი კონფლიქტია, რაც უკიდურესად აღიზიანებს სამხედრო ხელმძღვანელობას, რომელიც მკაცრ სუბორდინაციას არის მიჩვეული.
მოსკოვში იმედოვნებენ, რომ ალტერნატიული კერძო კამპანიების გაკონტროლება მარტივი იქნება.
პრობლემას ქმნის ის, რომ დღეს არსებული კამპანიები ახლოსაც ვერ მოდიან “ვაგნერის” რაოდენობასა და საბრძოლო სიძლიერესთან.
მასალაში ნათქვამია, რომ დანარჩენში რუსული სარდლობის ლოგიკა გასაგებია: კერძო კამპანიების დაქირავებული მებრძოლები გაცილებით ეფექტურები არიან, ვიდრე რუსეთის რეგულარული არმია, ხოლო მათი შენახვის ძირითადი ხარჯი კერძო ბიზნესს აწვება.
გარდა ამისა, მოსკოვში არც ისე დაუსაბუთებლათ სჯერათ, რომ “ვაგნერის” პირადი შემადგენლობის მძიმე დანაკარგი რუსეთის საზოგადოებისთვის მეტად მისაღებია და ანტისაომარ განწყობებს არ იწვევს.