“ნატოს სურს, უკრაინამ რაც შეიძლება მეტი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება შეძლოს” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინაში ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვის თავიდან აცილება და იმის უზრუნველყოფა, რომ კიევმა შეძლოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაბრუნება.

ამის შესახებ მან ბრიუსელში “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში თქვა.

„ვფიქრობ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება, მაქსიმალურად გავზარდოთ ალბათობა, რომ ეს არ მოხდეს“, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს სურს, უკრაინამ რაც შეიძლება მეტი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება შეძლოს.

„რაც ჩვენ გვინდა, არის – ვიხილოთ უკრაინა, რომელსაც შეუძლია გაათავისუფლოს მეტი მიწა, უკან დახიოს პრეზიდენტ პუტინის ჯარისკაცები და შემდგომ ამან, შესაძლოა გარკვეული სახის მოლაპარაკებებისთვის რაღაც პირობები შექმნას“, – თქვა მან.

გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა თავად წყვეტს მოლაპარაკებების რა პირობები და შედეგია მისთვის მისაღები.

”მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით, მივაღწიოთ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგად უკრაინა ხვალ გაიმარჯვებს, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, მაშინ ჩვენ დღეს უნდა გავუწიოთ მას სამხედრო მხარდაჭერა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები