ნიდერლანდების უკრაინას 274 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს
ნიდერლანდების მთავრობა უკრაინას 274 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს.
ამის შესახებ ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატაში საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრის ლიშე შრეინმაჩერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვოპკე ჰოექსტრას ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნული თანხა 2,5 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ 2023 წელს უკრაინის მხარდასაჭერად გამოყო.
ამ თანხიდან 180 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარების, სოფლის მეურნეობისა და რეკონსტრუქციისთვის არის განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი 94 მილიონი ევრო არალეტალური შეიარაღების შეძენას მოხმარდება.