დონალდ ტრამპი ნიუ იორკში ჩავიდა, სადაც მას სასამართლოში ბრალს წარუდგენენ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნიუ იორკში ჩავიდა.
ტრამპი 4 აპრილს მანჰეტენის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
ის აშშ-ის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის წაუყენეს.
ცნობისთვის, მანჰეტენის დიდმა ჟიურიმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მხარი დაუჭირა. საქმე ეხება ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებებიდან ერთ-ერთს, რომელიც შეეხება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს (ნამდვილი სახელია – სტეფანი კლიფორდს), რომელსაც სავარაუდოდ დუმილის სანაცვლოდ ტრამპმა ფული გადაუხადა.
თავის მხრივ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სტორმი დენიელსთან სექსუალურ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.