საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე პანიკის შესაჩერებლად შვეიცარიული ბანკი „კრედიტსუისი“ უმსხვილესმა ბანკმა, „იუბიესმა“ იყიდა

CNN-ის ცნობით, საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე პანიკის შესაჩერებლად შვეიცარიული ბანკი „კრედიტსუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შვეიცარიის მთავრობის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმება ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„იუბიესი“ გადაიხდის სამ მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (3,25 მილიარდი აშშ დოლარი) „კრედიტსუისის“ შესასყიდად – დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებს, ვიდრე ბანკის ღირებულება იყო პარასკევს, ბაზრების დახურვისას. გარიგების დროს „კრედიტ სუისის“ აქციონერებს ხმის უფლება ჩამოართვეს. ისინი მიიღებენ ერთ აქციას „იუბიესში“ ყოველ 22,48 აქციაზე, რაც მათ საკუთრებაშია და რასაც ბანკი 3,15 მილიარდ დოლარად აფასებს.

17 მარტს, ბაზრების დახურვისას „კრედიტ სუისი“ დაახლოებით რვა მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
Write to ინგა ქვარცხავა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები