თეა წულუკიანი: იმავე ხალხს, ვინც გელათი გააფუჭა, ჯვარს ვერ დავაზიანებინებ

იმავე ხალხს, ვინც გელათი გააფუჭა, ჯვარს მე ვერ დავაზიანებინებ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯვრის ფასადზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯვარზე ფასადის რეაბილიტაცია დაიწყება სახელმწიფო სახსრებით. ამასთან, ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, თუ ამ პროცესს დონორიც გამოუჩნდება.

მინისტრის განმარტებით, ჯვრის თემა მას შემდეგ წამოიწია, რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ გელათის რეაბილიტაციის პროცესის პოლიტიზება ვეღარ მოხერხდა.

„მაგრამ ჯვარი რომ გაკეთდება, მერე სხვა ძეგლი გახდება ბრძოლის ველი. მე ყველაფერს ვაკეთებ დღემდე და მომავალშიც გავაკეთებ, იმისთვის, რომ ვერცერთი ჯვარი, ვერცერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის მესაკუთრე გახლავთ სახელმწიფო და ეკლესია ან ეკლესია და სახელმწიფო, იმ ძალების ბრძოლის ველი არ გახდეს, რომლებიც დღეს ბევრს ყვიროდნენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები