ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ივლისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ივლისის თვეში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება  როგორც მწერალთა სახლში, ასევე მწერლის სახლ-მუზეუმში.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, 12 ივლისს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე სოფელ ჩარგალში მწერლის სახლ-მუზეუმს ესტუმრა, სადაც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტომასალა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნივთია დაცული.
ქეთევან დუმბაძემ დაათვალიერა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, გაეცნო მდინარე ჩარგლურაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს და ესაუბრა მუზეუმის ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს.
მან ასევე მოუსმინა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ექსკურსიის მიზნით სხვადასხვა კუთხიდან თუ ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს.
მუზეუმის მესვეურებმა მწერალთა სახლის დირექტორს მიაწოდეს ინფორმაცია 14 ივლისს ჩარგალში ჩანიშნული ღონისძიებების შესახებ და მადლობა გადაუხადეს მას გულწრფელი თანადგომისა და თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები