“თქვენთან ვართ, გვიყვარხართ, დიდება უკრაინას” – 30-ზე მეტმა მსოფლიო ვარსკვლავმა ომის წლისთავზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა

პროექტმა United 24-მა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები, სპორტსმენები ომის წლისთავზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.

მათ შორის არიან: ჯულია რობერტსი, მორგან ფრიმენი, ტიმოთი სნაიდერი, მარკ ჰემილი, მეტ დეიმონი, ფილ კოლინზი, ბარბრა სტრეიზანდი და სხვა.

United 24-ის პროექტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამ ვიდეოს ყველა იმის მადლიერებისთვის ვაქვეყნებთ, ვინც ისტორიის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას უჭერს მხარს და სჯერა უკრაინის დიდი გამარჯვების”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები