აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ეკონომიკა ომის დროს მძიმედ დაზიანდა.
ამავდროულად, მან ნავთობის ფასების შემცირებასა და ჰორმუზის სრუტის გავლით ექსპორტის ზრდაზე ისაუბრა.
„ირანის ეკონომიკა განადგურდა და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა იმდენად მძიმედ დაზიანდა, რომ მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება, მრავალი, მრავალი წელი“, – განუცხადა ტრამპმა პენსილვანიაში შეკრებილ საზოგადოებას.
„ახლა კი ვცდილობთ სამართლიანი გარიგების შემუშავებას. ასევე გვინდა შეთანხმების შემუშავება“, – დასძინა ტრამპმა.
ტრამპმა ბოლოდროინდელ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მიუთითა, მათ შორის საფონდო ბირჟის ზრდასა და ნავთობის ფასების შემცირებაზე.
„თქვენ იცით, საფონდო ბირჟამ დღეს კვლავ ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ნავთობის ფასმა, თვეების განმავლობაში პირველად, ბარელზე 70 დოლარს მიაღწია
დაფიქრდით, ბარელზე 70 დოლარი. ეს კი ძალიან დაბალ ფასს უდრის.
ეს რიცხვი კლებას აპირებს. ნავთობთან ერთად ყველაფერი დანარჩენი მოდის“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ თემაზე, რომელსაც მან ირანთან და ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით „ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება“ უწოდა.
მან განაცხადა, რომ ორშაბათს სტრატეგიული წყლის გზით მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა.
„გუშინ, ჰორმუზის სრუტიდან 19 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა. ეს სრუტის ისტორიაში ყველაზე მეტი ნავთობია“, – თქვა ტრამპმა.
„ასეთი რამ არასდროს გინახავთ. ამას ნავთობის წარმოება ჰქვია“, – დასძინა მან.