ირაკლი ბერაია: უსაფრთხოების სფეროში არ დარჩენილა პრაქტიკულად არცერთი საკითხი, რაზეც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს არ ჰქონდა რეაგირება

????????????????????????????????????

„უსაფრთხოების სფეროში არ დარჩენილა პრაქტიკულად არცერთი საკითხი, რაზეც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ასევე, სხვა კომიტეტს არ ჰქონოდა რეაგირება. ნებისმიერი საკითხი, ეს იყო ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენები, სამეზობლოში მიმდინარე პროცესები, ომი უკრაინაში, ენერგოუსაფრთხოების თუ კიბერუსაფრთხოების საკითხები, გვქონდა შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები, სადაც ვისმენდით არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, არამედ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყანა და მთავრობა დგამდა აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

როგორ ბერაიამ აღნიშნა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარების წერილი რეგლამენტის დარღვევით იყო შედგენილი, რაც, შესაბამისად, ვერ გახდებოდა მისი დაბარების საფუძველი.

„იმ უწყებებს, რომლებიც ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ არიან, არასოდეს აურიდებიათ თავი საზედამხედველო მექანიზმებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, 2022 წელს საქართველოს პარლამენტის აქტიურობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით იყო უპრეცედენტო.

„პარლამენტის თავმჯდომარე იყო პირველი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, რომელმაც 2023 წელს გახსნა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველოს პარლამენტს არაერთხელ სტუმრობდნენ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეები – კატლერი, კოლომინა და აპატურაი. ორ მათგანს, კოლომინას და აპატურაის შესაძლებლობა ჰქონდა სიტყვით წარმდგარიყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ასევე საკმაოდ აქტიურია ნატო-ში”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები