“დასავლეთ ევროპა ფეხებთან მიბმულ უკრაინასთან ერთად ფსკერისკენ მიექანება” – ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ დასავლეთ ევროპამ თვითგადარჩენის უნარი დაკარგა და ფსკერისკენ მიექანება.
ასე გამოეხმაურა უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ტემპი შეამცირა.
„დასავლეთ ევროპა რეცესიას განიცდის, მან დიდი ხნის წინ დაკარგა თვითგადარჩენის უნარი და ფეხებთან მიბმულ უკრაინასთან ერთად ფსკერისკენ მიექანება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ საუკუნეში დასავლეთ ევროპა „საკუთარი თავისგან“ საბჭოთა ხალხმა გადაარჩინა.