ზურაბ ქადაგიძე: უპრეცედენტო მასშტაბის საინფორმაციო ომში იმყოფება საქართველო, ამის კლასიკური გაგებაა, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხარ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხრივ, მაგრამ მაინც არასაკმარისს აკეთებ

„უპრეცედენტო მასშტაბის საინფორმაციო ომში იმყოფება დღეს საქართველო, სადაც ყველანაირი რაციონალური ანალიზის მიღმა კეთდება დასკვნები და განცხადებები. ამის კლასიკური გაგებაა, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხარ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხრივ, მაგრამ მაინც არასაკმარისს აკეთებ. ასობით საერთაშორისო რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი ხარ, თუმცა არ იმჩნევენ…რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაკრიტიკებენ და თვითონ 30,50 და 100% ითაც კი გაზარდეს იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძე ირაკლი კობახიძის „ფეისბუქ“ სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო დღეს, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით მიზერულ სარგებელს ნახულობს.

მისივე თქმით, ყველა გონიერი ხელისუფალის ვალია, ასეთი გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს იმოქმედოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან!

„თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს “აღქმის პოლიტიკა”…
როდესაც მავანნი ქმნიან “პოლიტ-კონიუქტურას” და შენ საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობ, რაც თავისთავად შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს თავსმოხვეულ ჩარჩოებს, მაშინ მოქმედებაში მოდის ე.წ. “მეინსტრიმ-კამპანია” რომელიც პირდაპირ გულისხმობს-მთავარია აღქმები და არა ფაქტები…
უპრეცედენტო მასშტაბის საინფორმაციო ომში იმყოფება დღეს საქართველო, სადაც ყველანაირი რაციონალური ანალიზის მიღმა კეთდება დასკვნები და განცხადებები.
ამის კლასიკური გაგებაა, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხარ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხრივ, მაგრამ მაინც არასაკმარისს აკეთებ.
ასობით საერთაშორისო რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი ხარ, თუმცა არ იმჩნევენ…
რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაკრიტიკებენ და თვითონ 30,50 და 100% ითაც კი გაზარდეს იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები…
“ფაქტი ჯიუტია”!
საქართველო დღეს, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით მიზერულ სარგებელს ნახულობს,
თუმცა
ასეთია “პოლიტ -კონიუქტურის”
ბუნება-არ ჩაერთო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში, არ შეასრულა ე.წ “მეხამრიდის” როლი, არ აღმოჩნდა კონფლიქტის დივერსიფიცირებელი!
ყველა გონიერი ხელისუფალის ვალია, ასეთი გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს იმოქმედოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან!
“აღქმის-პოლიტიკა” ამოწურავს საკუთარ დღის წესრიგს და დაგვრჩება ჯიუტი ფაქტები-გადარჩენილი ქართული ეკონომიკა და გაუნადგურებული საქართველო!“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები