“ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი და ზოგადად უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალი, სერიოზულ, პატიოსან მრჩევლებს საჭიროებენ სამართლის სფეროში და არა მარტო”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ომში მყოფი ქვეყნის ლიდერისგან, კორუფცია რომელიც უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალში მძვინვარებს, ბევრად მეტ ყურადღებას მოითხოვს და ნაკლებ დროს, საქართველოს საშინაო საქმეებში უტიფრად ჩარევისთვის.
“ყველასთვის, ვინც უკრაინაში მიმდინარე პროცესებით სიღრმისეულად არის დაინტერესებული, კარგად არის ცნობილი, თუ რა რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და რა დონის ზეწოლას განიცდიან უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები.
მე ჩემს განცხადებებში არაორაზროვნად მაქვს ნათქვამი, რომ უკრაინელი და ევროპელი კოლეგებისგან სისტემატიურად ვღებულობ მასალებს უკრაინაში არსებული საშინელი კორუფციის მასშტაბებზე და იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის სათავეში არიან. ომში მყოფი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ნებისმიერი მხარდამჭერისთვის ორმაგად მძიმეა, როდესაც საფუძვლიანი ბრალდებები პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების, მინისტრთა კაბინეტის წევრების და მმართველი პარტიის ლიდერებისადმი გაისმის. კორუფციაში ეჭვმიტანილი და უკვე ბრალდებული უკრაინელი მაღალჩინოსნების გვარები ქართული საზოგადოებისთვის არა მათი პატრიოტული საქმეებით, არამედ საქართველოს შიდა საქმეებში უტიფარი ჩარევის მცდელობებით არის ცნობილი.
ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი და ზოგადად უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალი, სერიოზულ, პატიოსან მრჩევლებს საჭიროებენ სამართლის სფეროში და არა მარტო. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერისგან, კორუფცია რომელიც უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალში მძვინვარებს, ბევრად მეტ ყურადღებას მოითხოვს და ნაკლებ დროს, საქართველოს საშინაო საქმეებში უტიფრად ჩარევისთვის.
მოკლე დროში, შემოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ მოსაზრებასაც გაგაცნობთ, თუ რას ემსახურება და რა მიზნები ჰქონდა უკრაინელი კორუფციონერების მხრიდან ქართული სახელმწიფოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდისტულ კამპანიას”,- წერს მეტრეველი.
კომენტარები
კომენტარი