სამების ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
სამების ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.
შეგახსენებთ, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.