ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს:

საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, უნეტარეს ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და ღვთივსათნო სამძიმარს თქვენი უწმინდესი ეკლესიისა და მისი კეთილმსახური მრევლის მიმართ.

ამავდროულად, გაცნობებთ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, უნეტარესი თეოდორე II ამჟამად იმყოფება მისიონერული ვიზიტით კონგოში. ამ მიზეზით, დაკრძალვის წესის აღსრულებისას მას წარმოადგენს ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე.
აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავრის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში”,- წერია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები